30 ოქტ. 2015
ტრანს ნარატივები ტრანს ადამიანების უხილავობასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა.
ამბები, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები ჰყვებიან, ტრანს ნარატივების სახელწოდებით გავაერთიანეთ. ეს იმ ადამიანების ისტორიები და თვალსაზრისებია, რომლებიც ჩვენთან ერთად, ჩვენს სოციუმში ცხოვრობენ, თუმცა კი ხშირად უხილავები, უარეს შემთხვევაში კი - ჩვენგან გარიყულნი, შევიწროებულნი რჩებიან. ტრანს ნარატივებიც ტრანს ადამიანების მსგავსად, იშვიათადაა გაზიარებული.