თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
პუბლიკაციები
სექს სამუშაო - COVID-19 | სახელმძღვანელო სექს მუშაკებისთვის, კლიენტებისთვის, მესამე პირებისა და მხარდამჭერებისთვის.

წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია სექსმუშაკთა მხარდამჭერი ქსელების (Butterfly, Maggie's) მიერ, Covid19-ის პანდემიის მოცემულობაში*, და მოიცავს რეკომენდაციებს სექსმუშაკებისთვის, კლიენტებისთვის, მესამე პირებისა და მხარდამჭერებისთვის. თარგმანი ადაპტირებულია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" მიერ.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრი სექს მუშაკი იძულებულია გააგრძელოს მუშაობა. ეს არის რეალობა. კაპიტალისტურ საზოგადოებაში გადარჩენის გზა. გარდა ამისა, მათ უწევთ გაუძლონ სტიგმატიზაციას და კრიმინალიზაციას. კერძო სექს სამუშაო ამ დროს უნდა წარმოადგენდეს უკანასკნელ რესურსს და მათ, ვისაც შესაძლებლობა აქვს თავი შეიკავოს სამუშაოსგან, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ გირჩევთ ალტერნატიული სერვისების გამოყენებას, როგორიცაა სკაიპი, ტელეფონი ან ტექსტური შეტყობინებები, თუ ეს შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ეს ვარიანტები არ არის მიზანშეწონილი ყველა სექს მუშაკისთვის, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გამო, ასევე სპეციფიკურ რესურსებთან და ტექნოლოგიებთან მიუწვდომლობის გამო.

ეს დოკუმენტი ეფუძნება ზიანის შემცირების მიდგომებს, რჩევები შემოთავაზებულია სხვადასხვა წყაროებისგან, და სპეციფიკური რჩევები განკუთვნილია მათთვის ვინც უნდა განაგრძოს სექს სამუშაო. თითოეული სექს მუშაკის სამუშაო განსხვავებულია. ჩვენ ჩვენი თემის თითოეულ წევრს მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ როგორ ხდება დაავადების გადაცემა, როგორ შეესაბამება ეს მათ ინდივიდუალურ მუშაობას და რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ კონკრეტულ სიტუაციაში, იმისათვის, რომ რისკი შეამცირონ საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ჩვენ ასევე დავწერეთ სახელმძღვანელო მითითებები კლიენტებისთვის, მესამე პირებისთვის, მოკავშირეებისთვის და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ამ დროს სექსმუშაკებს."

სახელმძღვანელო ქართულ ენაზე სრულად შეგიძლიათ ნახოთ ან გადმოწეროთ შემდეგი ბმულიდან:

სექს სამუშაო - Covid-19: სახელმძღვანელო სექს მუშაკებისთვის, კლიენტებისთვის, მესამე პირებისა და მხარდამჭერებისთვის.

*Covid-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის და სახელმწიფოს მიერ ტრანს და ქვიარ თემის სოციალური საჭიროებების სრული უგულებელყოფის პირობებში, თბილისში აქტივისტთა და მოქალაქეთა მობილიზებით შეიქმნა ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი.

სოლიდარობის ჯგუფში დონაცია შეეგიძლიათ მითითებულ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: GE10BG0000000131421565

თიბისი ბანკი: GE67TB7937145063600042

მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი