თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
პუბლიკაციები
ანგარიში გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები "თანასწორობის მოძრაობა", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)" და "ILGA-Europe" მიესალმებიან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და სარგებლობენ შემთხვევით, რათა წინ წამოსწიონ მნიშვნელოვანი სოგი-ს საკითხები, რაც დღეს ქვეყანაში ლგბტი თემს აწუხებს.

საქართველო არამხოლოდ მეზობელ რეგიონში ლიდერობს ლგბტი ადამიანების უფლებათა სამართლებრივი დაცვის მდგომარეობით. საქართველო მიისწრაფოდა ევროპასთან მჭიდრო კავშირების გაბმისკენ და ამ მიზანმა მიგვიყვანა როგორც ზოგადად ადამიანის უფლებათა სიტუაციის, ისე კონკრეტულად ლგბტი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც აღნიშვნის ღირსია.

თუმცა, მიხედავად არსებული ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობისა, რომელიც სოგი-ს ნიშნით დანაშაულის მოტივებს მოიცავს, და დაცვის რამდენიმე სხვა მექანიზმისა, სადაც სპეციფიკურად მოხსენებულია სექსუალური ორიენტაცია და გენდერულ იდენტობა, დისკრიმინაცია და ლგბტი ადამიანთა მიმართ ძალადობა კვლავ მაღალია, არსებული კანონმდებლობის იმპლემენტაცია კი - სუსტი. საზოგადოებრივ განწყობათა ანალიზი[1] გვაჩვენებს, რომ ნეგატიური დამოკიდებულებები კვლავაც ძლიერია და ხაზს უსვამს არსებულ უფსკრულს კანონდებლობასა და რეალობას შორის.[2]

მიუხედავად რელევანტური კანონმდელობის არსებობისა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოების (მათ შორის, გაეროს[3]) მიერ საქართველოსადმი რეკომენდაციებისა, კანონთა იმპლემენტაციის ნაკლებობა ხელს უწყობს ჰომო- და ტრანსჰობიური ძალადობის ზრდას, სიძულვილის ენის შენარჩუნებას, ლგბტი ჯგუფებისთვის ჭეშმარიტ, მშვიდობიან შეკრების თავისფლებაზე ხელმიუწვლომლობას, და კვლავ გადაულახავ ბარიერებს ტოვებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხებისთვის.

WISG-ის, თანასწორობის მოძრაობის და ILGA-Europe-ის ერთობლივ ანგარიშს ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე

1 მაგალითად, ეროვნული კვლევის თანახმად, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩაატარა 14-29 წლის რეპონდენტთა შორის, გამოკითხულთა 44 %-მა გამოამჟღავნა უნდობლობა ლგბტ ადამიანთა მიმართა და აღნიშნა, რომ არ იქნებოდა ბედნიერი თუ ჰომოსექსუალუი ადამიანი ან წყვილი მათ მეზობლად იცხოვრებდა. იხ: http://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/13150.pdf.

2 ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს სიძულვილის მოტივით 86 კრიმინალური საქმე გამოიძიეს. სექსუალური ორიენტაციის მოტივით 12, ხოლო გენდერული იდენტობის მოტივით - 37 კრიმინალური საქმის გამოძიება მოხდა. მეორე მხრივ, მხოლოდ WISG-ის მიერ დოკუმენტირებულმა შემთხვევებმა 2017 წელს 105 შეადგინა, მათ შორის იყო დაშინება/დაშანტაჟების (5), ძალადობის (6), ცემა/სხეულის დაზიანების (7), ოჯახში ძალადობის (7), პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფის (7) და გამოძალვის/მოპარვის (6) შემთხვევა.

3 მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი: დასკვნითი დაკვირვება, საქართველო, 2014 წლის 19 აგვისტო, CCPR/C/GEO/CO/4, პარაგ. 8-9; CEDAW: დასკვნითი დაკვირვება, საქართველო, 2014 წლის 24 ივლისი, CEDAW/C/GEO/CO/4-5, პარაგ. 34(e)-35(e).