თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ახალი ამბები, 2019


ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს მიმართავენ
27 ნოე. 2019
საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრვი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო და თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეას, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავენ დ მოუწოდებენ, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური ბერკეტი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.


კოალიცია თანასწორობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ჯგუფების მუქარაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს
5 ნოე. 2019
,,კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლასდა კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს. "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

კოალიცია თანასწორობისთვის პროკურატურას თამთა თოდაძის მიმართ ძალადობის საქმეზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
8 ოქტ. 2019
„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას.

საზოგადოებრივი განწყობები ბისექსუალების მიმართ და ბიფობიის სპეციფიკურობა
25 სექ. 2019
ბისექსუალი ადამიანების მიმართ სტერეოტიპული და ნეგატიური დამოკიდებულება არ აიხსნება მხოლოდ ზოგადი ანტი-ლგბტი დამოკიდებულებებით და მას სპეციფიკური მიზეზები აქვს როგორც ფართო საზოგადოებაში, ისე ლგბტი თემს შიგნით. 2016 წელს, WISG-ის ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ "წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე", საშუალება მოგვცა დაგვენახა, თუ რა სპეციფიკური დამოკიდებულებები არსებობს ბისექსუალობის მიმართ. კვლევა საზოგადოებრივ განწყობებს სწავლობდა როგორც გეი, ლესბოსელი და ტრანსნგენდერი ადამიანების, ასევე ცალკეულად ბისექსუალი ადამიანების მიმართ.