თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ახალი ამბები, 2018
საქართველოს მთავრობას და გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებში - ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზს
27 სექ. 2018
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრი (EHRAC) - ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს ორი ტრანსი მამაკაცის საჩივარს. ორივე საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მხრიდან აპლიკანტთა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმას, რაც, განაცხადის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური მოპყრობა), მე-8 (პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას წარმოადგენს.

პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა
27 სექ. 2018
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ.




"კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმაურება თეა წულუკიანის დისკრიმინაციულ განცხადებას ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებით
12 ივნ. 2018
კოალიციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული განცხადებაუკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დამატებით უწყობს ხელს მათ მარგინალიზაციას. კოალიციის შეფასებით, აღნიშნული განცხადება ხელისუფლების მხრიდან ლგბტი ადამიანების ინსტრუმენტალიზაციის კიდევ ერთი დადასტურებაა და წარმოადგენს პოლიტიკური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის განსაკუთრებით ნეგატიურ შემთხვევას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ
4 ივნ. 2018
მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას არ უკავშირდება და ის უფრო ფართედ უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისა და სოციალური პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატულებაა.