თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ახალი ამბები

გაეროს კომიტეტი საქართველოს მთავრობისადმი შეკითხვებს აქვეყნებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლგბტი პირების საჭიროებების შესახებ
28 აპრ. 2020
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ სტიგმას ლგბტი საზოგადოებაში, ისევე, როგორც სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ წინასწარგანწყობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებებსა და ოჯახებში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლგბტი პირები მრავლობითი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან სერვისებზე და საჯარო სიკეთეებზე წვდომის კუთხით.





WISG მიმართავს სახელმწიფო უწყებებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ
20 მარ. 2020
ადამიანთა თანასწორი უფლება და ხელმისაწვდომობა პირველად სოციალური სიკეთეებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ღირსეული შრომის და ანაზღაურების უფლება, არის ის აუცილებელი პირობა, რომელზეც გრძელვადიანი სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ მიმართული საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობა შეიძლება იდგეს. სწორედ ესაა რეალური ალტერნატივა იმ უთანასწორობის მაწარმოებელი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემისა, რომელმაც ვირუსული კრიზისის დროს ყველაზე მკაფიოდ საკუთარი “მოწყვლადობა” დაგვანახა.

ტრანსგენდერი ადამიანების სოლიდარობის ჯგუფი | აქტივისტების და სამოქალაქო ინიციატივა
19 მარ. 2020
ქვიარ აქტივისტების და მოქალაქეთა ინიციატივით ტრანსგენდერი ადამიანების სოლიდარობის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის მიზანი COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტრანს თემის გადაუდებელი საჭიროებებისთვის თანხების მობილიზებაა. პანდემიის მოცემულობაში, განსაკუთრებით დაუცველები რჩებიან ტრანს სექს-მუშაკები, და ზოგადად ტრანს თემი, რომელთა მიმართ სახელმწიფოს არ გააჩნია ქმედითი პოლიტიკა, საბინაო, დასაქმების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.