თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ახალი ამბები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების განცხადება თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით
16 ივნ. 2020
აღნიშნული პრაქტიკა წარსულში წარმატებით გამოიყენებოდა განათლების, ნარკოპოლიტიკის, მშრომელთა, გარემოს დაცვისა თუ ლგბტქი საკითხებზე ორგანიზებული სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ აქტივისტებზე შესაძლო ზეწოლის ნეგატიური პრაქტიკის გაგრძელებას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს აქტივისტების საქმიანობის თავისუფლებასა და სამართლიანი პროტესტის საჯარო გამოხატვის უფლებას.

EHRAC 2019 წლის სტრატეგიული სამართალწარმოების ანგარიშს აქვეყნებს
11 ივნ. 2020
EHRAC-მა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან“ (WISG) ერთად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2 ტრანსგენდერი კაცის საქმე წარადგინა, რომლებმაც საქართველოს მთავრობისგან გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი მიიღეს. ეს საქმე სასამართლოსთვის შესაძლებლობაა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განმარტოს სტანდარტები ტრასი* ადამიანებისთვის, ისტორიულად მარგინალიზებული ჯგუფისთვის, რომლებიც ინსტიტუციურ დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას განიცდიან ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ მთავრობას გააძლიეროს შერიგებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა
11 ივნ. 2020
სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის. უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ დაბალია, არ არსებობს არც ერთი პოზიტიური მექანიზმი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რომელიც ამ მონაწილეობას წაახალისებდა და მხარს დაუჭერდა. ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული პრაქტიკიდან უმცირესობების ენის განდევნის პრაქტიკა (ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში) ადგილობრივ თემს თვითმმართველობის ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობებს რეალურად ართმევს.



კოალიცია ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს
17 მაი. 2020
17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოვედღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან თემის წევრების რეალური საჭიროებების უგულებელყოფა.


USAID/PROLoG მხარს უჭერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ახალ პროექტს
8 მაი. 2020
მაისში, USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) დაიწყო ახალი პროექტი იურიდიული დახმარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ქალებისა და მარგინალიზირებულ ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალების, ბავშვების, შშმ პირების და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას, საერთო სასამართლოების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე.