7 მარ. 2016
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" 7-დან 11 მარტის ჩათვლით, ფონდ „კვინა ტილ კვინას“ მხარდაჭერით წარმოადგენს ფემინისტური ფილმების ფესტივალს „როზადან სიმონამდე“. ფესტივალის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში კინოთეატრ ამირანში საღამოს 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის ხუთი ფილმი. წელს კინოფესტივალი "როზადან სიმონამდე" საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ყოფით რეალობას დაეთმობა.