თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ღონისძიებები
ანიმატორის შესარჩევი კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის დასამზადებლად
30 ივნ. 2019

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ანიმატორის შესარჩევ კონკურსს მოკლემეტრაჟიანი (3 წუთამდე) 2D ანიმაციური ფილმის დასამზადებლად.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც აქვთ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და/ან სოციალურ სარეკლამო ანიმაციურ ფილმებზე მუშაობის გამოცდილება.

შერჩეულმა ანიმატორმა უნდა:

** იმუშაოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ტექსტის და ესკიზების საფუძველზე.
** მოამზადოს პირველადი ანიმატიკი, ანუ კადრირება.
** მოამზადოს საბოლოო ანიმატიკი/პერსონაჟების დიზაინი დამკვეთის კომენტარების და შენიშვნების გათვალისწინებით.
** დამკვეთს წარუდგინოს ანიმირებული მასალა.
** დამკვეთს წარუდგინოს ანიმირებული მასალა ხმით და მიიღოს საბოლოო კომენტარები.
** ანიმაციის საბოლოო ვერსია ჩააბაროს დამკვეთს (full HD ფორმატი, 25fps, ფერადი, ხმით).

ვადები:

პირველად ანიმატიკზე მუშაობის დასრულების დრო - 15 სექტემბერი. საბოლოო ანიმაციური ფილმის ჩაბარება უნდა მოხდეს 25 ნოემბერს.

სხვა პირობები:

დამზადებული ანიმაციური ფილმი დარჩება WISG-ის საკუთრებაში და მას გამოიყენებს სხვადასხვა აუდიტორიასთან პრეზენტაციისთვის, სხვადასხვა მედია არხების გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოგზავნოს:

** ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (ინდივიდის შემთხვევაში მიიღება CV) სადაც ასევე აღნიშნული იქნება მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების შექმნის გამოცდილება;
** 3 წუთიანი 2D ანიმაციური ფილმის დასამზადებლად საჭირო ბიუჯეტი/ხარჯთაღრიცხვა.
** წინა ანიმაციური ნამუშევრების ნიმუშები (ბმულები).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 12 ივლისი.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: media@women.ge. ელ-ფოსტის სათაურში (Subject ველი) უნდა მიუთითოთ "ანიმაციური ფილმის კონკურსი".

შეფასების კრიტერიუმები:

** განმცხადებლების გამოცდილება ანიმაციური ფილმის მომზადებაში, ტექნიკური შესრულება და ესთეტიკური ხედვა.
** უპირატესობა მიენიჭება რელევანტური ბიუჯეტის წარმომდგენ ავტორებს.

WISG შეტყობინებას გაუგზავნის მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომელთა ნამუშევრებით და გამოცდილებით დაინტერესდება.

კონკურსის მეორე ეტაპზე გაიმართება ინდივიდუალური გასაუბრება კანდიდატებთან, რის საფუძველზეც ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ანიმატორთან თანამშრომლობის შესახებ.

WISG არ იღებს ვალდებულებას, გასცეს განმარტებები, თუ რა კრიტერიუმით არ მოიწონა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი წინა ნამუშევრები.

პროექტი ხორციელდება ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური დახმარებით.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" არის ფემინისტური ქვიარ ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა ეფუძნება თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის პრინციპებს და აღიარებს ადამიანის უფლებებს უმაღლეს ღირებულებად. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია.

გისურვებთ წარმატებებს!