თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ღონისძიებები
ღამე და დღე - ტრანს პერფორმანსი
31 მარ. 2019

პერფორმანსი "ღამე და დღე" ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გერმანელი არტისტისა და რეჟისორის მარეიკე ვენცელის მეორე კოლაბორაცია ქართველ ტრანს აქტივისტებთან უნიკალურია თავისი ფორმითა და შინაარსით.

წარმოდგენის შესახებ:

ადამიანებმა დაივიწყეს სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. საზოგადოებისგან გარიყულნი, ისინი დღეს იძულებულნი არიან, ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. ღამის ღმერთებისა და ქალღმერთების მხოლოდ პატარა ჯგუფიღა დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ ნებდება: ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობლები.

დღისით ისინი საკუთარ ღვთაებრივ ბუნებას ნიღბავენ. ხოლო ღამით მათი ერთადერთი თავშესაფარი პატარა კლუბი „ტარტაროზია“. მხოლოდ აქ შეუძლიათ მათ, საზოგადოებრივი წნეხისგან დაცულთ, იყვნენ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან. ღმერთები და ქალღმერთები მოკავშირეებს და მხარდამჭერებს ეძებენ და „ტარტაროზში“ გეპატიჟებიან.

ავტორის შესახებ:
მარეიკე ვენცელი მსახიობი, რეჟისორი და პერფორმანს არტისტია. მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისში და 2007 წლიდან მუშაობს დანიუნ-ავსტრიულ პერფორმანს კომპანია SIGNA-სთან.

ხმის ინსტალაცია: იკა ჯოჯუა/AGHNIE, ანა ჯიქია

ჟურნალ ინდიგოს სიუჟეტი "ღამე და დღე"-ს შესახებ