თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ღონისძიებები
ფემინისტური ფილმების ფესტივალი - როზადან სიმონამდე
9 მარ. 2018

გიწვევთ ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2018 წლის გამოშვებაზე, 9-11 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში.

ქართული და უცხოური ფილმებით შედგენილი სამდღიანი პროგრამა ქალთა საკითხებს სხვადასხვა კუთხით შეეხება, ხოლო მოწვეული მომხსენებლები ფილმებში წამოჭრილ თემებს განავრცობენ და ისაუბრებენ მეამბოხე ქალებზე, დედობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე, ხელოვნებაში ქალების რეპრეზენტაციაზე და ა.შ.


პროგრამა:

9.03.2018
18:00
ჩვენება: დიდი მწვანე ველი - რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი (1967)
დისკუსია: ურჩი ქალები - თეო ხატიაშვილი ( კინომცოდნე მეამბოხე ქალების რეპრეზენტაციის შესახებ)

10.03.2018
16:00
ჩვენება: ლამაზია, როცა ბრაზობს/She's Beautiful When She's Angry - რეჟ. მერი დორი (2014)
ამერიკული თანამედროვე ქალთა მოძრაობის შესახებ.
18:00
ჩვენება: ბუბა - რეჟ. ნუცა ღოღობერიძე (1930)
პირველი ქართველი ქალი კინორეჟისორის ფილმი.
დისკუსია: დედობის მითები - თამთა თათარაშვილი (პროექტ ფემინისტი დედის დღიურები / Feminist Mother's Diaries-ის ავტორი).

11.03.2018
18:00
ჩვენება: ქალები ხელოვნება რევოლუცია/!Women Art Revolution! A (Formerly) Secret History - რეჟ. ლინ ჰერშმან-ლისონი (2010)
დისკუსია: შიშველი ნიმფები და მეამბოხეები - ხათუნა ხაბულიანი (არტ კრიტიკოსი ქალების ხელოვნების ისტორიულ კონტექსტებზე).

"როზადან სიმონამდე" იმართება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ორგანიზებით და RFSU-ს მხარდაჭერით.