თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ღონისძიებები
ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი
28 თებ. 2018

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" ფონდ ASTRAEA Lesbian Foundation for Justice-ის მხარდაჭერით 2018 წლის 27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ატარებს ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფს.

თბილისიდან გასვლის დრო: 27 აპრილი, 10:00
თბილისში დაბრუნების დრო: 30 აპრილი, 21:00
შეხვედრის ჩატარების ადგილი განისაზღვრება მოგვიანებით

ინტეგრირებული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია ქალი უფლებადამცველების მიერ და მოიცავს აქტივისტების, ასევე ქალთა და ლბტი უფლებებზე მომუშავე ადამიანების და ლბტი ჯგუფის წარმომადგენლების კეთილდღეობის და საკუთარ თავზე ზრუნვის საკითხებს. ინტეგრირებული უსაფრთხოების სემინარებზე დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ინტეგრირებული უსაფრთხოების სახელმძღვანელო:http://www.integratedsecuritymanual.org

ვორქშოფი ტარდება ლბტი ჯგუფის წევრებისთვის. ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადი. გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეებმა ოთხივე დღის განმავლობაში უნდა შეძლონ ჯგუფთან ერთად ყოფნა და სრულად დაესწრონ ვორქშოფს. პრიორიტეტი მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც არ აქვთ ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფზე დასწრების გამოცდილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 9 მარტი, 2018 წ. პასუხი მხოლოდ არჩეულ მონაწილეებს გაეგზავნებათ არაუგვიანეს 15 მარტისა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: isw@women.ge

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScJKSLybu6Y0qPeblHPXZNjvT6BQpxFPE8QVPflaW-rJxOdlQ/viewform