თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ღონისძიებები
საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ბათუმში
2 ივლ. 2016

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) ორგანიზებით 2016 წლის 2 და 3 ივლისს ქუთაისსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის ენის განსაზღვრა და არსებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა.

შეხვედრები ჩატარდა WISG-ის მიმდინარე პროექტის - “საქართველოში მცხოვრებ ლგბტ პირთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა” - ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის "ეროვნული ჩართულობა დემოკრატიისთვის" (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთა განხილვა მოხდა ინტერაქტიული პრეზენტაციისა და არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. შეხვედრებზე ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში შექმნილი სამართლებრივი გზამკვლევი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შეტყობინების ელექტრონული ფორმა და ორგანიზაციის მიერ შექმნილი ცხელი ხაზი. შეხვედრებს ესწრებოდნენ იმერეთსა და აჭარის რეგიონში მცხოვრები ლგბტ თემის წევრები, მათთან დაახლოებული პირები, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციათა და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები.

WISG-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.