23 ნოე. 2019
ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ყოველდღიური რუტინების ქალაქი, ჩვენი ყოველდღიური ქუჩების და ცხოვრების, იგივე ადგილები. ვფიქრობთ, რომ ამ ადგილებს ვიცნობთ კარგად და სხვებისგანაც მოველით, რომ ისინიც ისე ხედავენ, განიცდიან და ცხოვრობენ ამ ადგილებს, როგორც ჩვენ, მაგრამ პერსპექტივები განსხვავებულია. ქალაქი სავსეა წინაამდეგობრივი გამოცდილებებით და მასში მცხოვრებთა ნაკვალევებით. ტრანს აუდიო გასეირნების 4 გიდი გაგიძღვებათ დადგენილ მარშრუტზე, ქალაქის ერთ ნაწილში. თქვენ მათ მოუსმენთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.