არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს სოფიო კილაძის კომიტეტის წევრად შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით
22 ივნ. 2020
წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.