შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03

სტრასბურგის სასამართლო ორი ტრანსგენდერი ადამიანის საქმეს განიხილავს
24 ნოე. 2017
2017 წლის 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“ (ჭIშG) და „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის“ მიერ მომზადებული (EHღAჩ) კიდევ ერთი ერთობლივი საქმე გაიგზავნა. საქმე ეხება ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე) უარი თქმას. პირველი ტრანსგენდერი ადამიანის საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2017 წლის 1 აგვისტოს გაიგზავნა.