შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
„კოალიცია თანასწორობისთვის’’ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად დაუყოვნებელი ზომების მიღებას მოითხოვს
15 დეკ. 2017
“კოალიცია თანასწორობისთვის” აფასებს მისი წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში დოკუმენტირებულ და წარმოებულ საქმეებს, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ კერძო, არასამსახურეობრივ ურთიერთობებში ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს ეხება. კოალიცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხიდან მსგავს საქმეებზე აშკარად იკვეთება არაეფექტიანი რეაგირება, სავარაუდოდ სამსახურებრივი ლოიალობისა და უკანონო გავლენების გამო.


სტრასბურგის სასამართლო ორი ტრანსგენდერი ადამიანის საქმეს განიხილავს
24 ნოე. 2017
2017 წლის 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“ (ჭIშG) და „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის“ მიერ მომზადებული (EHღAჩ) კიდევ ერთი ერთობლივი საქმე გაიგზავნა. საქმე ეხება ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე) უარი თქმას. პირველი ტრანსგენდერი ადამიანის საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2017 წლის 1 აგვისტოს გაიგზავნა.