// სიღარიბის დაძლევა

2009

ივნისში დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა საქართველოს აგროტურისტული ქსელის (APG) საქმიანობას;

აგვისტოში WISG-ის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, დაბა ცემში გაიმართა საზაფხულო ბანაკი. სკოლას მოწვეული ფრანგი ანიმატორები უძღვებოდნენ.

2008

მაისში დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში, საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო საქართველოს აგროტურისტული ქსელის (APG) პრეზენტაცია;

აპრილი-მაისი საქართველოს აგროტურისტული ქსელის შესახებ საინფორმაციო მასალების (რუკა, საფოსტო ბარათები) მომზადება-გამოცემა და გავრცელება;

იანვარში WISG-მა, CHF-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა საინიციატივო პროექტზე ”ხალხური რეწვის პროდუქციის კომერციალიზაცია აჭარის რეგიონში”. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

აპრილის თვეში WISG-მა მსგავსი პროექტის განხორციელება ამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც დაიწყო.

2007

ნოემბერში, საფრანგეთში WISG-ის ინიციატივით მოეწყო ერთკვირიანი აქცია ”სოფლად მაცხოვრებელი ქალები – საქართველო/საფრანგეთი” (შეხვედრები, ფოტოგამოფენა, ფილმების ჩვენება). ღონისძიებას ”საფრანგეთის აგროტურისტული ქსელის” წარმომადგენლები მასპინძლობდნენ. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოტოგრაფმა ირინა აბჟანდაძემ, რეჟისორმა ლიანა ჯაყელმა (არასამთავრობო ორგანიზაცია ”სტუდიო მობილე – აქცენტი მოქმედებაზე”, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოში მაცხოვრებელ ქალთა მდგომარეობის ამსახველი კინოდოკუმენტური მასალების შექმნაზე) და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: მარინა ბჟალავა (”ქალი და სამყარო”, ბოლნისი) და ლალი ხანდოლიშვილმა (სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირი ”ქედელი”, სიღნაღი);

აგვისტოში WISG-ის ინიციატივითა და საფრანგეთის ლუარის ქვეყნების დეპარტამენტის მხარდაჭერით, აჭარის რეგიონის მაღალმთიან სოფელში, დიდაჭარაში, გაიმართა საზაფხულო ბანაკი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სამი რეგიონის მოსწავლეები (კახეთი, გურია, აჭარა). სკოლას მოწვეული ფრანგი ანიმატორები უძღვებოდნენ.

2006

მარტი-აპრილში განხორციელდა პროექტი ”სოფლის ტურიზმის განვითარება აჭარის რეგიონში”, რომელიც ითვალისწინებდა მასპინძელი ოჯახების შერჩევას აჭარის სანაპირო ზოლში, ტრენინგებსა და მათ გაერთიანებას ლოკალურ ქსელში;

აპრილში საქართველოს “გლეხების მასპინძლობის” წევრი სამი ქალი მივლინებული იქნა საფრანგეთში მსგავს სტრუქტურებში გამოცდილების გასაზიარებლად. ვანდეს დეპარტამენტში ყოფნისას, ისინი ასევე შეხვდნენ სოფლად მაცხოვრებელ მეწარმე ქალებს;

ივნისი – საქართველოს “გლეხების მასპინძლობის” გაფართოვება. მოინახულა და შეარჩია მასპინძელი ოჯახები კახეთის რეგიონში (სიღნაღი, ლაგოდეხი, მსხალგორი, მატანი, ალვანი, გურჯაანი);

აგვისტოში აჭარაში, სოფ.მახინჯაურში, მასპინძელ ოჯახში გაიმართა საზაფხულო ბანაკი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სამი რეგიონის მოსწავლეები (კახეთი, გურია, აჭარა).

2005

აპრილი – მდგრადი განვითარება და კულტურული მემკვიდრეობა – ფრანგი ექსპერტის ვიზიტის ორგანიზება საქართველოში (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით)

2004

აპრილში ჩამოყალიბდა მულტითემატური გაერთიანება “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის” (წევრები WISG (საქართველო), Accueil Payasan (France), La Maison de la vie Rurale (France), GT15 (France), Association “@rtist” (France), Association “Projet” (France), FDCUMA (France), LPO (France)

აგვისტო – აგროტურისტული ქსელის განვითარება საქართველოში (V ეტაპი) – “Atelier d’echange de savoirs” (“ცოდნის გაცვლის სახელოსნოების”) სამოდელო ვარიანტის ორგანიზება ერთ-ერთ მასპინძელ ოჯახში (“BAS პროგრამა საქართველოში“ მხარდაჭერით);

სექტემბერში განხორციელდა გაცვლითი პროგრამის კიდევ ერთი ეტაპი – WISG- წევრები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საფრანგეთში “Accueil Paysan”-ის მიწვევით. ჯგუფის წევრები გაეცნენ საფრანგეთის აგროტურისტულ ასოციაციაში გაერთიანებულ წევრთა ცალკეულ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სათემო მეურნეობების სტრუქტურულ სქემებსა და მოდელებს შემდგომში მათი სათანადო გადამუშავებისა და ჩვენს სინამდვილეში ადაპტირების მიზნით);

ოქტომბერში ჩატარდა ერთობლივი ქართულ-ფრანგული კონფერენცია თბილისში “აგროტურიზმი მდგრადი განვითარებისათვის”. (“BAS პროგრამა საქართველოში“ მხარდაჭერით.)

2003

აგროტურისტული ქსელის განვითარება საქართველოში (III ეტაპი) – კონსულტაციები ქსელის წევრებისათვის (“BAS პროგრამა საქართველოში“ მხარდაჭერით)

2002

აგროტურისტული ქსელის განვითარება საქართველოში (II ეტაპი) – ქართულ–ფრანგული აგროტურისტული ვებ–რესურსის შექმნა (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის სამმართველოს (ECA) და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მხარდაჭერით; პარტნიორი ორგანიზაცია – აგროტურისტული ასოციაცია ”Accueil Paysan” (France))

2001

აგროტურისტული ქსელის განვითარება საქართველოში (I ეტაპი) – მონაცემების მოგროვება/დამუშავება (თვითდაფინანსება.  პარტნიორი ორგანიზაცია – აგროტურისტული ასოციაცია ”Accueil Paysan” (France))