ქართულ-ფრანგული კულტურული გაცვლითი პროექტი – მუსიკალური სტაჟის ორგანიზება (ქართული ტრადიციული პოლიფონიური მუსიკა) გუნდის წევრებისათვის მარსელიდან და ლიონიდან (პარტნიორები: Radio France Culture და საქართველოს აგროტურისტული ქსელი APG);
ხალხური რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება აჭარაში. პროექტი განხორციელდა CHF-ისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით;
ქართულ-ფრანგული კულტურული გაცვლითი პროექტი: დოკუმენტური ფილმი “ქართული ღვინო” (L’orgueil du Rouge”) TV ARTE–სთვის.
ოქტომბერში დასრულდა ორწლიან ქართულ-ფრანგულ პროექტზე მუშაობა: ”სუფრა” («Banquet Polyphonique Géorgien»);
ნოემბერში, საფრანგეთში WISG-ის ინიციატივით მოეწყო ერთკვირიანი აქცია ”სოფლად მაცხოვრებელი ქალები – საქართველო/საფრანგეთი” (შეხვედრები, ფოტოგამოფენა, ფილმების ჩვენება). ღონისძიებას ”საფრანგეთის აგროტურისტული ქსელის” წარმომადგენლები მასპინძლობდნენ. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოტოგრაფმა ირინა აბჟანდაძემ, რეჟისორმა ლიანა ჯაყელმა (არასამთავრობო ორგანიზაცია ”სტუდიო მობილე – აქცენტი მოქმედებაზე”, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოში მაცხოვრებელ ქალთა მდგომარეობის ამსახველი კინოდოკუმენტური მასალების შექმნაზე) და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: მარინა ბჟალავა (”ქალი და სამყარო”, ბოლნისი) და ლალი ხანდოლიშვილმა (სიღნაღის რეგიონის უმწეოთა თერაპიის კავშირი ”ქედელი”, სიღნაღი).
ფესტივალის „ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის“ ორგანიზება – უკრაინის კულტურის დღეები საქართველოში. (OSI Hungary–ის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი ორგანიზაციები – ფესტივალი „ორი დღე, ორი ღამე“ (უკრაინა), ფესტივალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი“ (საფრანგეთი));
ტრიო „მზე შინას“ (საფრანგეთი) მუსიკალური სტაჟი გურიაში; კონცერტების ორგანიზება ოზურგეთსა და თბილისში (ოზურგეთის გამგეობის, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით);
ოთხწლიანი ქართულ–ფრანგული კულტურულ–გაცვლითი პროექტი „მედეა. იაზონი კოლხეთში“ (I-II ეტაპი). (საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით. პარტნიორი ორგანიზაცია – ასოციაცია “@rtist” (საფრანგეთი));