შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ელექტრონული ბიბლიოთეკა

ლესბოსურმა ფემინიზმმა დიდი გავლენა მოახდინა არაერთი თაობის წარმომადგენელი ქალის როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ მდგომარეობაზე. 1970-1980-იან წლებში, შეერთებულ შტატებში, კანადასა და ბრიტანეთში, ლესბოსური ფემინიზმი დომინანტური იდეოლოგია იყო პოლიტიზირებულ ლესბოსელებს შორის. ლესბოსელობისა და ფემინიზმის ცნებების ღრმა შინაარსობრივ ურთიერთკავშირის გამო, ამ ორი სიტყვას ხშირად იყენებდნენ მყარ შესიტყვებად.

ლესბოსურმა ფემინიზმმა მკვეთრად გააკრიტიკა პატრიარქატი და ინსტიტუციონალიზებული ჰეტეროსექსუალობა. მისი მტკიცებით, ეს მამაკაცის დომინანტურობის გამყარების პოლიტიკური იარაღი იყო. პრაქტიკული თვალსაზრისით ლესბოსური ფემინიზმი გამოვლინდა როგორც ერთგვარი ცხოვრების სტილი, რაც აისახებოდა ფაქტიურად ყველაფერში - თმის ვარცხნილობითა და ჩაცმულობით დაწყებული, სექსუალურ ქცევით დამთავრებული. საერთო ჯამში მისი გავლენა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა შედეგები არაერთგვაროვანი.

"ლესბოსური ფემინიზმი" ქვიარ ფემინისტი ავტორის, ისტორიის პროფესორ ელაიზა ჩეინიერის სტატიაა. ნაშრომის ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: ლესბოსური ფემინიზმი - ელაიზა ჩეინიერი.