შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები
ლბტ ქალების უფლებები საქართველოში - ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტისთვის (2014)

წინამდებარე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია როგორც კანონმდებლობის ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, ასევე იმ დისკრიმინაციულ პრაქტიკებზე, რომელიც ლახავს ლბტ ქალების უფლებებს საქართველოში, სადაც ლბტ ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან - როგორც მათი სქესის, ასევე სექსუალური ორინეტაციის/გენდერული იდენტობის საფუძველზე. ლბტ ქალების დისკრიმინაციისა და ძალადობის უპირველესი მიზეზები ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპები, ჩვენი საზოგადოების კონსერვატორული განწყობები, საკანონმდებლო ხარვეზები და ნაკლოვანებები და ინდიფერენტული სახელმწიფო პოლიტიკაა ზოგადად ქალების, განსაკუთრებით კი ლბტ ქალების მიმართ. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ CEDAW კომიტეტისთვის გაგზავნილი ანგარიში არ ფარავს ლბტ ქალების უფლებების დაცვისკენ მიმართულ რაიმე ღონისძიებას, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ლბტ ქალების ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური და უხილავი ჯგუფია საზოგადოებაში.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" მიერ CEDAW კომიტეტის 58-ე სესიისთვის, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული ანგარიშის ინგლისური ვერსიის სანახავად და ჩამოსატვირთად, გთხოვთ, დააჭიროთ აქ.