შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები
ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელშიც ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელმა 14-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიზანი იყო დისკრიმინაციის იმ ფორმების შესწავლა, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები თავიანთი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სფეროში განიცდიან, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემაში და ტრანზიციის პროცედურებისას.

კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ ტრანსფობიური ძალადობა და ის ფაქტი, რომ საკითხები, როგორებიცაა გენდერის სამართლებრივი აღიარება თუ ტრანზიციის პროცესზე ხელმოსაწვდომობა, არ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტრანსგენდერი ადამიანების შესაძლებლობაზე, იმუშაონ, ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი და რეალიზდნენ სოციალურად.

პუბლიკაცია მომზადებულია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ პროექტის – „ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის კვლავმინიჭების პროცედურებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ – ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან Kvinna till Kvinna, „ქალთა ფონდი საქართველოში” და ILGA Europe.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მადლობას უხდის ყველა იმ რესპონდენტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში.

პუბლიკაციის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ან გადაბეჭდვა WISG-ის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს მოკლე ციტატების გამოყენება სტატიებში წყაროს მითითებით.

ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში