შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები
ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში

2012 წლის აპრილში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) ჩაატარა ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციის კვლევა საქართველოში. კვლევაში მონაწილეობა ლგბ ჯგუფის150–მა წარმომადგენელმა მიიღო. კვლევის მიზანი იყო იმ სოციალური გარემოს შესწავლა, რომელშიც ცხოვრობენ ჯგუფის წევრები. ცალკე ჩატარდა ჩაღმავებული ინტერვიუები ტრანსგენდერ ადამიანებთან. კვლევამ საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა თუ რამდენად ფართოდაა გავრცელებული დისკრიმინაცია ლგბტ ჯგუფის მიმართ სხვადასხვა სფეროში, რა ფორმის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი და რა სიხშირით, იციან თუ არა ოჯახის წევრებმა მათი ორიენტაციის შესახებ, როგორ აფასებენ თავად ჯგუფის წევრები საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ და სხვ.

შერჩევასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც ჯგუფის სპეციფიკას უკავშირდება არ იძლევა შედეგების განზოგადების საშუალებას ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იძლევა გარკვეულ ინფორმაციას იმ დისკრიმინაციული პრაქტიკების/გამოცდილებების შესახებ რაც კვლევაში მონაწილე ადამიანებს აქვთ. ეს ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ ცხადი გავხადოთ თუ სად და რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ლგბ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში. კვლევის შედეგები შეგვახსენებს, რომ სექსუალურ ორიენტაციაზე/გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც რეაგირებას მოითხოვს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

კვლევა განხორციელდა პროექტის „მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციის CM/Rec(2010)5 მონიტორინგი წევრი სახელმწიფოებისთვისსექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ – საქართველო“ ფარგლებში, ილგა–ევროპის ფინანსური მხარდაჭერით.

ქვეყანაში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის უფრო სრულყოფილად ასახვისა და სრული კონტექსტის შესაქმნელად WISG-მა გადაწყვიტა გაემდიდრებინა ლგბტ დისკრიმინაციის კვლევის ანგარიში სხვა ინფორმაციითაც. პუბლიკაციას დაემატა სტატიები, რომლებიც ასახავს იმ სამართლებრივ და სოციო–კულტურულ გარემოს რომელშიც ცხოვრობენ ლგბტ ჯგუფის წევრები საქართველოში:

  • დისკრიმინაციის აკრძალვა ლგბტ პირებთან მიმართებით: ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა – სოფიო ჯაფარიძე
  • ჰომოფობიური სიძულვილის ენა და პოლიტიკური პროცესები საქართველოში – ეკა აღდგომელაშვილი
  • ჰომოფობია: სოციო-კულტურული გარემო საქართველოში – თამთა მელაშვილი
  • ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში – ნათია გვიანიშვილი

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანადაფინანსებამ შესაძლებელი გახდა პუბლიკაციის სრული ვერსიის მომზადება და გავრცელება.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) მადლობას უხდის ყველა იმ რესპოდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ლგბტ დისკრიმინაციის კვლევაში.

პუბლიკაციის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება ან გადაბეჭდვა WISG-ის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს მოკლე ციტატების გამოყენება სტატიებში წყაროს მითითებით.

გამოცემის ქართულენოვანი ვერსიის სანახავად შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.

http://women.ge/data/docs/publications/WISG_situation-of-lgbt-persons-in-Georgia_GEO-www.pdf