შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები
CM/REC(2010)5 – იმპლემენტაციის მონიტორინგი (საქართველო)

2010 წლის 31 მარტს ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის “სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ” – CM/REC(2010)5. რეკომენდაცია პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც კონკრეტულად ამ საფუძველზე არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. აღნიშნული რეკომენდაცია:

ა) ხაზს უსვამს ძირითად პრინციპს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და ყველა ინდივიდს, მათ შორის ლგბტ პირებსაც, ერთნაირად ეხება;
ბ) აღიარებს, რომ საუკუნეთა მანძილზე ხდებოდა ლგბტ პირების დისკრიმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე;
გ) აღიარებს, რომ აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რათა ლგბტ პირებმა შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და განსაზღვრავს ზომებს, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.

რეკომენდაცია ერთხმად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო რეკომენდაციაა და არა კონვენცია, იგი მყარად ეფუძნება წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულ ადამიანის უფლებათა დამავალდებულებელ საერთაშორისო და ევროპულ შეთანხმებებს; შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს მისი შესრულების მკაფიო ვალდებულება ეკისრებათ.
წინამდებარე ანგარიშის მიზანი იყო შეეფასებინა პროგრესი საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, გამოეკვეთა ის სფეროები, რომლებშიც აუცილებელია დამატებითი ზომების გატარება და შეემუშავებინა რეკომენდაციები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ანგარიში ორი ძირითადი სამიზნე აუდიტორიისათვის არის განკუთვნილი. პირველ რიგში, ეროვნულ დონეზე, ესენი არიან პოლიტიკური ლიდერები და საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხს აგებენ რეკომენდაციის შესრულებაზე. მეორე რიგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც რეკომენდაციის მიღებისას შეთანხმდა იმაზე, რომ 2013 წლის მარტში განახორციელებს შემოწმებას, თუ რამდენად ასრულებენ ქვეყნები მის მოთხოვნებს.

ანგარიშის ქართულენოვანი ვერსიის სანახავად შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს.

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში. ვერსიის ჩამოსატვირთად მიყევით შემდეგ ბმულს.