შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები
ბროშურა ქალის სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ „სი–ოუ–სი ნიდელრალდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: “ლბტ ქალთა გაძლიერება საქართველოში. შემდეგი საფეხური: 2010“ გამოიცა ბროშურა ქალის სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე.

მოცემული გზამკვლევი განკუთვნილია იმისთვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სარძევე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის დაავადებების (განსაკუთრებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს) და სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციისა და სკრინინგის შესახებ. გარდა ამისა, გზამკვლევში წაიკითხავთ ცნობებს სარძევე ჯირკვლის ოპერაციისა და ცხოვრების განმავლობაში სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. გზამკვლევის შედგენის მიზანია იცოდეთ, როგორ შეინარჩუნოთ თქვენი ძუძუს ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბროშურაში, სხვა აუცილებელ და საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, მოცემულია იმ ცენტრების მონაცემები თბილისსა და რეგიონებში, სადაც უფასოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი.

ბროშურის პდფ ვერსიის ჩამოსატვირთად, შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს.