შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები
ტრანს ნარატივები

ტრანს ნარატივები ტრანს ადამიანების უხილავობასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა.

ამბები, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები ჰყვებიან, ტრანს ნარატივების სახელწოდებით გავაერთიანეთ. ეს იმ ადამიანების ისტორიები და თვალსაზრისებია, რომლებიც ჩვენთან ერთად, ჩვენს სოციუმში ცხოვრობენ, თუმცა კი ხშირად უხილავები, უარეს შემთხვევაში კი - ჩვენგან გარიყულნი, შევიწროებულნი რჩებიან. ტრანს ნარატივებიც ტრანს ადამიანების მსგავსად, იშვიათადაა გაზიარებული; იშვიათად გვხვდება ჩვენ გარშემო იმ ალტერნატიული რეალობის ასახვა, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე, გინდაც - ირგვლივ, ყოველთვის არსებობს, თუმცა კი, მის შესახებ არავინ გვიყვება. ტრანს ნარატივების შეკრებით მათ ავტორებთან ერთად, პირველ რიგში, ვეცადეთ, შეგვევსო დანაკლისი ყოველდღიურობის თხრობისათვის შექმნილ არსებულ სისტემაში დათავად შეექმნათ ავტორებს ტექსტები, რომელთა მსგავსის წაკითხვასა თუ მოსმენასაც თვითონ, როგორც ტრანსგენდერი იდენტობის მქონე ადამიანები, ისურვებდნენ.

ტრანს ნარატივები პროექტის, „ლბტ აქტივიზმში თემის ჩართულობის გაძლიერება" ნაწილია. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში".

პუბლიკაციის სანახავად დააჭირეთ აქ: ტრანს ნარატივები