შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პუბლიკაციები

არაღიარებული ძალადობა – სამართალწარმოების ანგარიში
14 თებ. 2017
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში 2016 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე წარმოებული საქმეების, გაწეული ინდივიდუალური და ჯგუფური სამართლებრივი კონსულტაციების და დოკუმენტირებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ინციდენტების სტატისტიკასა და ანალიზს. დოკუმენტში თავმოყრილია საქმეები, რომლებზეც WISG-ის იურისტებმა იმუშავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან, ცალკეულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოსთან, საქართველოს სახალხო დამცველსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან.






დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტ პირთა მიმართ
30 სექ. 2015
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) 2015 წელს ჩაატარა კვლევა “დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ლგბტ პირთა მიმართ”. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე დისკრიმინაციასა და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემო, მათი განხორციელებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანობის ანალიზი, შეფასება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო გარემოსა და დე-ფაქტო მდგომარეობას შორის არსებული განსხვავების შემცირების მიზნით.