შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2016
საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
30 დეკ. 2016

დღეს, 2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წელს მოკლული ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის საქმე განიხილა. სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს, საკუთარ ბინაში მოკლეს, ბინას კი ცეცხლი წაუკიდეს. მკვლელობის დროს ქალი 23 წლის იყო.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მთლიანად შეცვალა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელიც ბრალდებულს მკვლელობაში დამნაშავედ არ ცნობდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობასა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) და საბის საცხოვრებელი ბინისათვის ცეცხლის წაკიდებაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 (2)-ე მუხლით). ბრალდებულის სასჯელი განისაზღვრა უფრო მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომის შესაბამისად და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბი ბერიანის უფლებამონაცვლის, მისი დედის ინტერესებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) იურისტი ციალა რატიანი იცავდა.