შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2016
WISG აცხადებს აპლიკაციების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისთვის
25 ნოე. 2016

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისათვის, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მცირე გრანტების კონკურსი ღიაა საქართველოში დარეგისტრირებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, უპირატესობა კი მიენიჭება იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შესაძლებლობების გაძლიერების ტრეინინგებში მიიღეს მონაწილეობა.

მცირე გრანტების პროექტების თემატიკა აუცილებლად უნდა ეხმიანებოდეს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევისა და ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზის საკვანძო რეკომენდაციებს და ახდენდეს მათი განხორციელების ხელშეწყობას.

კონკურსის შედეგები 2017 წლის იანვარში გახდება ცნობილი, ხოლო მცირე გრანტების პროექტების განხორციელების დაწყება 2017 წლის თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს, ხოლო ბიუჯეტი - 5 000-6 000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. ორგანიზაციათაშორისი ერთობლივი ინიციატივები იქნება წახალისებული, ხოლო რეგიონული ფოკუსი, ისევე როგორც რეგიონული ქსელების ჩამოყალიბების სურვილი, ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიების საფუძველზე: პროექტის მიზანშეწონილობა; პრობლემის ღრმა ანალიზი და საჭიროებების შეფასება; დანახარჯების ეფექტურობა; პროექტის აღწერილობის სიზუსტე და სიცხადე; ორგანიზაციული განვითარების ხედვის ჩართვა და ა.შ..

საპროექტო განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საშუალებით ქართულ ან ინგლისურ ენაზე და უნდა მოიცავდეს:
  • პროექტის დეტალურ აღწერას, საერთო და სპეციფიკური მიზნების, შედეგებისა და აქტივობების ჩათვლით,

  • ჩაშლილ ბიუჯეტს (წარმოდგენილს ევროში Excel-ის ცალკე ფაილად),

  • ინფორმაციას განმცხადებელი ორგანიზაციის შესახებ და პროექტში ჩართული გუნდის წევრების რეზიუმეებს.

საპროექტო განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე. ქართულ ენაზე წარმოდგენილ განაცხადებს უნდა ერთვოდეს მოკლე აღწერილობა ინგლისურ ენაზე. განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ, არ განიხილება.

მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წ.

გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pm@women.ge, annagunia000@gmail.com