შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2015
ვაკანსია: სათემო ოფიცერი, PR მენეჯერი
24 დეკ. 2015

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. სათემო ოფიცერი

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

მონაწილეობს ლბტ თემის გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაში და პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე; მუშაობს თემის წევრებში სოლიდარობის განცდისა და თემის ინტერესთა დაცვაში მათი ჩართულობის გაზრდაზე; გეგმავს და აორგანიზებს შესაბამის აქტივობებსა და შეხვედრებს; უზრუნველყოფს თემის წევრთა ინფორმირებულობას ორგანიზაციაში არსებული სერვისებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების შესახებ.

ძირითადი ფუნქციები:

** მონაწილეობს ლბტ თემის გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაში და პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე;
** ხელს უწყობს ლბტ თემის წევრთა მოზიდვას, სოლიდარობის გაძლიერებას თემის წევრთა შორის და მათ ჩართვას აქტივიზმში, თემის წევრთა ინიციატივების წახალისებას;
** გეგმავს, ორგანიზებას უწევს და წარმართავს რეგულარულ შეხვედრებს ლბტ თემის წარმომადგენელთათვის და ამზადებს მოკლე ორენოვან (ქართული/ინგლისური) ანგარიშს ჩატარებული შეხვედრების შესახებ;
** პასუხისმგებელია თემის წევრთა ინფორმირებაზე ორგანიზაციის დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ; სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ორგანიზაციის საჯარო ღონისძიებებში;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციასთან არსებული სერვისების შესახებ (ფსიქოლოგი, სექსოლოგი, იურისტი). ორგანიზებას იუწევს თემის წევრების კონსულტაციებზე ჩაწერასა და ჩატარებული კონსულტაციების აღრიცხვას;
** ადმინისტრირებას უწევს ლბტ თემისთვის ფეისბუქზე შექმნილ დახურულ ჯგუფს;
** განსაზღვრული პერიოდულობით მოიძიებს ინფორმაციის/სიახლეებს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განსათავსებლად; საზოგადოებრივი ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გავრცელებას ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში თარგმნის სხვადასხვა ლბტ საკითხებთან დაკავშირებულ მცირე ზომის სტატიებსა და დოკუმენტაციას
** მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ კვლევებში მისი კომპეტენციის ფარგლებში
** მონაწილეობს ორაგნიზაციის აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებაში მისი კომპეტენციის ფარგლებში.
** წარმოადგენს ორგანიზაციას შესაბამისი პროფილის მქონე გაერთიანებებსა და კოალიციებში პასუხისმგებელია მათთან კომუნიკაციაზე
** ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს რელევანტურ შეხვედრებსა და კონფერენციებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები და კომპეტენცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს აკადემიურ ხარისხს ადამიანის უფლებების ან გენდერის კვლევების განხრით)
** სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ჯგუფის მართვის, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარი
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სენსიტიურობა ქალთა და ლბტ საკითხების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პროაქტიულობა და კრეატიულობა
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება).
** საპროექტო განცხადებების წერის უნარი და პროექტების მართვის გამოცდილება
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ლბტ თემთან მუშაობის გამოცდილება).
** მცირებიუჯეტიანი საპროექტო განცხადებების წერის უნარი და პროექტების მართვის გამოცდილება.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pm@women.ge | annagunia000@gmail.com (ელფოსტის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება)

** საკუთარი რეზიუმე (СV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** სამოტივაციო წერილი;
** ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 8 იანვარი, 19:00 საათი.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ზოგადი აღწერა: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე; ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის ანგარიშებს. ორგანიზაციის ონლაინ-გამოცემის სახით ქმნის აქტუალურ და ხარისხიან პროდუქტს ლბტ და ქალთა უფლებების შესახებ.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ორგანიზაციის მედია სტრატეგიის შემუშვებაში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის დაგეგმილი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, ოფიციალური მიმართვების, განცხადებების და პრესრელიზების მომზადება, გავრცელება და საზოგადოებისა და კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის მიწოდება.
** პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, შეხვედრების ორგანიზება;
** ორგანიზაციის საჯარო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ჩატარებული ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღება, ფოტო/ვიდეო მასალის დაარქივება/ სისტემატიზაცია;
** ორგანიზაციის შესახებ სხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციების მოგროვება, დაარქივება და სისტემატიზაცია;
** ორგანიზაციის ვებ-გვერდებისა და სოციალური მედიის არხებისთვის (facebook/twitter) კონტენტის შექმნა, რესურსების მართვა და განვითარება
** ვებ-გვერდისა და ორგანიზაციის სხვადასხვა სოციალური მედია არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი
** ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციებისა რედაქტირება და კორექტურა.
** ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციებისა და სხვა ბეჭდური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; გამომცემლობებთან და დიზაინერთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები და კომპეტენცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით)
** ქართული ენის, სტილისტიკისა და გრამატიკის მაღალ დონეზე ცოდნა
** სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** სენსიტიურობა ქალთა და ლბტ საკითხების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პროაქტიულობა და კრეატიულობა
** საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და/ან ჟურნალისტიკის, სფეროებში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pm@women.ge | annagunia000@gmail.com (ელფოსტის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობის დასახელება)

** საკუთარი რეზიუმე (СV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ბმული (ან მითითება) ამ დრომდე გამოქვეყნებული ჟურნალისტური ან აკადემიური სტატიის შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 8 იანვარი, 19:00 საათი.