შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2015
ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე
21 ნოე. 2015

20 ნოემბერს "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) ორგანიზებით ვაკის პარკში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანების სახელები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ტრანსფობიის 226 მსხვერპლ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად ასევე გაიხსენეს თბილისში მოკლულ ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი, რომელიც 2014 წლის 10 ნოემბერს საცხოვრებელ ბინაში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლეს.