შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2014
WISG უერთდება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სახელზე მომზადებულ განცხადებას
29 ივნ. 2014

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) უერთდება მსოფლიოში ლგბტი საკიტხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან მიმართვას გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს სახელზე.

2011 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია (A/HRC/RES/17/19), რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციას ეხება. იმავე წლის ნოემბერში, ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც ასახავდა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას დისკრიმინაციული კანონმდებლობებისა და ძალადობრივი პრაქტიკების თვალსაზრისით (A/HRC/19/41).

მიუხედავად იმისა, რომ გაერო სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ამ საკითხისადმი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ისევ ირღვევა ადამიანთა უფლებები მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ ადამიანის უფლებათა საბჭოს გადადგას შემდგომი ქმედითი ნაბიჯები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ორგანიზაციას სურს მიუერთდეს განცხადებას, ამისათვის გამოიყენეთ ბმული:

http://arc-international.net/hrc26-joint-statement

სოციალურ მედიაში განცხადების გავრცელებისას გამოიყენეთ ტეგი #ItsTimeHRC

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ განცხადების ტექსტი ინგლისურად და ქართული თარგმანი.

არასამთავრობოორგანოზაციათაერთობლივიგანცხადება

ადამიანისუფლებათასაბჭოს 26-სესია, ივნისი 2014

გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო,

3 წლის უკან, საბჭომ მიიღო პირველი რეზოლუცია ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ (UN Resolution 17/19 on Human rights, sexual orientation and gender identity). მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ლგბტი ადამიანები კვლავ ხდებიან ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, ან ინტერსექსუალობის საფუძველზე.

ბევრისთვის, ეს საკითხები უკავშირდება გენდერული თანასწორობის, ჩვენი სიცოცხლისა და სხეულის ავტონომიურობის საკითხს, სექსუალურ და რეპროდუქციურ უფლებებსა და ჯანმრთელობას, ასევე მრავალჯერად და დისკრიმინაციის გადამკვეთ ფორმებს ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა სოციალური კლასი, სიღარიბე, კომერციულ სექსში ჩართულობა, რელიგია, რასა, აივ სტატუსი და შეზღუდული შესაძლებლობები.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ადამიანი უფლებათა დარღვევის მწვავე ფორმებს ვხვდებით – კოლონიალისტური პერიოდის კანონები ჩვენ კრიმინალებად გვაქცევს; გვსჯიან სიკვდილით; როგორც ლესბოსელები, ხშირად ვხდებით გაუპატირებისა და ძალადობრივი ქორწინების ობიექტები; ინტერსექსუალები გენეტიკური გადარჩევის, ინფანტიციდს, შეუქცევადი სტერილიზაციისა და გენიტალიური მუტილაციის მსხვერპლნი ხდებიან; ტრანსგენდერ ადამიანებს ამცირებენ და სცემენ, ახდენენ მათ პათოლოგიზაციას და სტერილიზაციას, ბევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა არ აღიარებს მათ იდენტობას.

ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ჯანდაცვის სფერო ან საჭირო მკურნალობა; დისკრიმინაცია სამსახურში, საცხოვრისით უზრუნველყოფისა და განათლების სფეროში ჩვენთვის რუტინადაა ქცეული. ბევრ ქვეყანაში, ჩვენს, როგორ ადამიანის უფლებათა დამცველების მუშაობას ეწინააღმდეგებიან, ხელს უშლიან, კრძალავენ. ხშირად უარს გვეუბნევიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობაზე და ამავდროულად მცდელობას არ აკლებენ, რომ ჩვენი ხმა არსად ისმოდეს.

არის პოზიტიური ცვლილებებიც: მაგალითად, ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკის კომისიის ისტორიული რეზოლუცია „ადამიანთა დასაცავად ძალადობისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებისაგან რეალური ან ასეთად მიჩნეული სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე“ (Resolution 275 on Protection against Violence and other Human Rights Violations against Persons on the basis of their real or imputed Sexual Orientation or Gender Identity), რეზოლუცია „ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის შესახებ“ (Resolution on “Human Rights, Sexual Orientation, and Gender Identity and Expression”), რომელიც ამერიკის ქვეყნებმა წელს მიიღეს.

ადამიანის უფლებათა საბჭომ თავისი სიტყვა უნდა თქვას: ეს ძალადობა სისტემურია და შესაბამისად, სისტემურ პასუხს საჭიროებს. საბჭომ უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც უზრუნველყოს რეგულარულ ანგარიშგებას, კონსტრუქციულ დიალოგსა და განგრძობით, სისტემატიურ ყურადღებას ზემოთჩამოთვლილი ნიშნებით ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე: „უკვე დროა“.

http://arc-international.net/hrc26-joint-statement