შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2013
ღია ბარათების კონკურსი „სიყვარული ყველა ფერია“
10 აპრ. 2013

ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან (IDAHO) დაკავშირებით „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) აცხადებს ღია ბარათების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების მიმართ საქართველოში.

კონკურში მონაწილეობის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
• ერთ ავტორს შეუძლია რამდენიმე ნამუშევარის გამოგზავნა;
• ნამუშევარი უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს.

ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემას;
• უნდა შეიცავდეს სლოგანს, რომელიც ასახავს ნამუშევრის და/ან კონკურსის კონცეფციას;
• გამოგზავნილი უნდა იყოს 2 ფორმატში: JPEG (მაქსიმალური ზომა 250 კბ) ვებ-გვერდზე ასატვირთად და TIFF ფორმატში (მაქსიმალური ზომა 5 მბ.) დასაბეჭდად; გაფართოება 300 DPI;
• ნამუშევრის ფორმატი A5.
ნამუშევარი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ფოტოს, გრაფიკული ან შერეული ტექნიკით.

კონკურსის ფარგლებში არ განიხილება ჰომოფობური, ქსენოფობური და სექსისტური შინაარსის მქონე ნამუშევრები.

კონკურსის პირობებით გათვალისწინებულია ფულადი პრიზები გამარჯვებულთათვის:

I ადგილზე გასული კონკურსანტი (საპრიზო თანხა – 275)
II ადგილზე გასული კონკურსანტი (საპრიზო თანხა – 200)
III ადგილზე გასული კონკურსანტი (საპრიზო თანხა – 125)
სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდება ნამუშევრის ავტორი, რომელიც ყველაზე მეტი like-ს დაიმსახურებს Facebook-ის მომხმარებელთა შორის.

დამატებითი პირობები: “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” იტოვებს უფლებას გამოიყენოს კონკურსზე შემოსული ნამუშევრები როგორც კონკურსის ფარგლებში, ისე სხვა ბეჭდვითი პროდუქციის შექმნისას ავტორის ვინაობის (სახელი, გვარი ან ფსევდონიმი) მითითებით.

შენიშვნა: ყველა ფულადი პრიზი ექვემდებარება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, რომელსაც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ განახორციელებს.

ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: idaho@women.ge
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი
გამარჯვებული გამოვლინდება 17 მაისს.