შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2012
ფოტოკატალოგი “სიძულვილისგან თავისუფალი ზონა”
19 ივლ. 2012

2012 წელს, MATRA–ს პროგრამის მხარდაჭერით, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ ორი მნიშვნელოვანი კამპანია დაგეგმა და განახორციელა. ერთკვირიანი კამპანიები, რომელთაგან ერთი 8 მარტს მიეძღვნა, მეორე კი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა: ფლეშ–მობები, ფოტოგამოფენები, თემატური ფილმების კვირეული, მრგვალი მაგიდა და სხვ. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ სხვადასხვა ავტორების ფოტონამუშევრები, რომლებიც ამ კამპანიების ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი, ფოტოკატალოგის სახით გამოსცა.