შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
ვაკანსია გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე
10 მაი. 2017

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომლის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG) აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ზოგადი აღწერა: ორგანიზაციის საქმიანობისა და პროექტების ყოველდღიური მართვა; ორგანიზაციის სტარტეგიის, პროგრამების, პროექტების განხორციელება და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მისიასთან. ორგანიზაციის დირექტორთან ერთად ადამიანური რესურსის მართვა. საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პროექტების საერთო მართვა: დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი;
** პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების საქმიანობის კონტროლი;
** პროექტების კოორდინატორების/მენეჯერების მიერ დონორებისათვის მომზადებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების გადახედვა/დამტკიცება;
** წერილობითი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან;
** ორგანიზაციის ადამიანური რესურსის მართვა: არსებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური წახალისების მექნიზმების გამოყენებით; ახალი თანამშრომლების შერჩევის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება;
** ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი წლიური ანგარიშის მომზადება დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან ერთად;
** დირექტორის წინაშე ანგარიშგება, დასამტკიცებელი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში ინაწილებს წარმომადგენლობით ფუნქციებს დირექტორთან შეთანხმებით ცალკეულ ქსელებთან/სტეიკჰოლდერებთან მიმართებაში (საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები);
** ფონდების მოძიებაში ჩართულობა და/ან ფონდების მომძიებლის მხარდაჭრა პროექტების წერასა და დონორებთან ურთიერთობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / უნარები და კომპეტენცია:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი მართვაში (მენეჯმენტი)
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მენეჯერად მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება
** აპოლიტიკურობა

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pm@women.ge; მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

1. საკუთარი რეზიუმე (СV);
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
3. ბმული (ან მითითება) ამ დრომდე გამოქვეყნებული ჟურნალისტური, ან აკადემიური სტატიის შესახებ;
4. სამოტივაციო წერილი;
5. ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივნისი, დღის 12:00 საათი.

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ არ განიხილება.