შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
ჯგუფური თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე
8 თებ. 2017

2017 წლის 6 თებერვალს, თბილისში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ოთხ ტრანსგენდერ ქალს. ძალადობის მსხვერპლებს სახისა და კიდურების დაზიანებები აქვთ, კერძოდ, ერთ მათგანს აქვს მოტეხილი ხელი, ორ ქალს აღენიშნება დაჟეჟილობები და ერთს ცხვირი აქვს დაზიანებული.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამი დაზარალებულის ინტერესებს გამძიების ეტაპზე WISG-ის იურისტი ციალა რატიანი იცავს. მისი მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამი ტრანსგენდერი ქალი უკვე გამოიკითხა და ერთი დაზარალებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა. WISG გააგრძელებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ამ საქმესთან დაკავშირებით.