შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
მედიაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა და ჟურნალისტს შორის
29 ივნ. 2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან მიმართვის შედეგად, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა (WISG) და “იმედის” ჟურნალისტს შორის მედიაცია შედგა, რაც, აღსანიშნავია, რომ ქარტიის ისტორიაში მედიაციის მეოთხე შემთხვევაა. ეთიკის საბჭომ ჯერ კიდე ორი წლის წინ, WISG-ის ერთ-ერთი საქმის განხილვის შედეგად, ჟურნალისტებითვის გამოსცა ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქებისას სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლის თანახმად, სიტყვა „ტრანსგენდერი“ არის ზედსართავი სახელი და არ შეიძლება, გამოიყენებოდეს, როგორც არსებით სახელი ან გადაკეთდეს ზმნიზედად.