შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
უფლებები

2012 წლიდან, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ აქტიურად მუშაობს ადვოკატირებაზე, და ლგბტ ადამიანებისათვის სამართლებრივი მდგომარეობის და უფლებებზე მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. ორგანიზაცია მონაწილეობს მნიშვნელოვან სამუშაო ჯგუფებში, როგორც მაგალითად „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პროექტის შემუშავებისას, თუ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას. ორგანიზაციას გაგზავნილი აქვს ჩრდილოვანი ანგარიშები CEDAW კომიტეტში: ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტისთვის (2012) და ლბტ ქალების უფლებები საქართველოში - ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტისთვის (2014); უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაზე, ევროპის სოციალურ ქარტიასა და ასევე ევროსაბჭოში. ლგბტ ადამიანებისათვის უფლებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ორგანიზაცია ასევე მუშაობს სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე (როგორც ადგილობრივად, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში) და თემის წევრებისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს და დახმარებას.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ 2015 წლის ოქტომბრიდან ILGA Europe-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოში ლგბტ ადამიანებისათვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისაგან დაცულობის ხელმისაწვდომის გაუმჯობესება“, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ლგბტ თემის წევრების ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ თუ, როგორ დაიცვან თავი სამართლებრივად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში. ამასთანავე, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ ადმიანის უფლებებზე მომუშავე სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ლობირებს სახელმწიფო სამართალდამცავ სტრუქტურებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფის შექმნას.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წლის აპრილიდან ხორციელდება გრძელვადიანი პროექტი, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს: სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებისა გამოვლენა; სამთავრობო უწყებების მიერ მუშაობის ეფექტური მექანიზმების შემუშავება; გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თემის წევრებისათვის სამართლებრივი სერვისების მიმართ, მეგობრული გარემოს შექმნისა და ეფექტური დახმარების აღმოჩენის გზით. პროექტის ფარგლებში ამუშავდა ქართულ- და რუსულენოვანი ონლაინ შეტყობინების ფორმა და ცხელი ხაზი (595 19 03 03), რომელთა საშუალებით „ქალთა ინიციატივების მხრდამჭერი ჯგუფი“ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის მსხვერპლ თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება და უწევს ონლაინ თუ სატელეფონო სამართლებრივ დახმარებას.