შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ჯანმრთელობა

2010 წლიდან, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ აქტიურად მუშაობს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაციას ჩატარებული აქვს კვლევა და გამოცემული აქვს ბროშურები შესაბამისი ინფორმაციით რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე. 2010 წელს ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი „ელბიტიკა“, რომელიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოპულარიზაციას ახდენდა თემის წევრებს შორის. ორგანიზაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ლგბტ თემის წევრების ფსიქიკური ჯანმრთელობა და უზრუნველყოფს ფსიქოლოგისა და სექსოლოგის უფასო კონსულტაციებს.

"ვისგი" „ტრანსგენდერ ევროპასა“ და მის წევრ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევას საქართველოში. მოცემულ კვლევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წელს ზემოთ ასაკის ყველა ტრანსგენდერ და/ან არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანის, რომელიც ამჟამად ცხოვრობს (ან გასული 12 თვის განმავლობაში ცხოვრობდა) საქართველოში, პოლონეთში, სერბეთში, ესპანეთსა ან შვედეთში. კვლევის მიზანია შეაფასოს ჯანდაცვის სისტემაში ამჟამად არსებული მდგობარეობა ტრანსგენდერი და/ან არაბინარული ადამიანებისათვის ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.