შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ცნობიერების ამაღლება

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს, როგორც ლგბტ თემს შიგნით, ასევე კონკრეტულ გარე ჯგუფებთან. 2011 წლიდან ორგანიზაციამ ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი საბაზისო კვლევა და შეიმუშავა საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, ძალადობასა და დისკრიმინაციაზე საქართველოში.

ორგანიზაციას აქვს ორი ვებ-გვერდი, რომელთა გამოყენებაც ხდება ლგბტ საკითხებზე სწორი და ადეკვატური ინფორმაციის გავრცელებისათვის. ორგანიზაციის წევრები ხშირად არიან მოწვეულნი ექსპერტების სახით, როგორც მედია გამოცემების მხრიდან ისე, სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ვორქშოპებზე.

WISG ორგანიზაციასთან "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "ქართველი ახალგაზრდებისა და ქალების მგრძნობელობის გაზრდა ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მდგომარეობისა და გენდერზე დაფუძნებულ ძალადობასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში იმართება ახალგაზრდებთან შეხვედრები საქართველოს 6 რეგიონში: გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი. შეხვედრების თემა არის ქალთა მიმართ ძალადობა და ლბტ საკითების აქტუალიზაცია. ამასთანავე, იმართება სტუდიომობილის ფილმების ჩვენება/დისკუსიები. აღნიშნული აქტივობების პარალელურად, პროექტის ფარგლებში სტუდიომობილი იღებს ფილმს ლგბტ თემის წევრების ოჯახის წევრების შესახებ.