შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
პარტნიორები

Kvinna till Kvinna

კვინა ტილ კვინა წარმოადგენს ფონდს, რომელიც აძლიერებს კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე ქალთა ორგანიზაციებს. ფონდი თანამშრომლობს ქალთა ორგანიზაციებთან და მხარს უჭერს მათ სამუშაოს ქალთა უფლებებისა და მშვიდობის გაძლიერების მიზნით. ორგანიზაციის მიზანია ქალთა სიძლიერისა და გავლენის გაზრდა.

http://kvinnatillkvinna.se/

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში პირველი ადგილობრივი გრანტისგამცემი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფების საქმიანობასა და ინიციატივებს საქართველოში. ქალთა ფონდის მისიაა ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვავანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

http://www.womenfundgeorgia.org/

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

https://ge.boell.org

სტუდიომობილი: აქცენტი მოძრაობაზე

„სტუდიომობილი: აქცენტი მოძრაობაზე“ დაარსდა 1999 წლის 12 ნოემბერს ექვსი ფემინისტის მიერ. ჯგუფის მისიაა ქალთა უფლებების გაძლიერება ყველაზე ეფექტური, მოქნილი და ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი აქტივობების მეშვეობით. ჯგუფი მუშაობს ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე. აქტივობების ძირითადი ფორმა არის ვიდეოების შექმნა. ჯგუფის მიერ შექმნილი ფილმები აქტიურად გამოიყენება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საგანმანათლებლო მიზნებით.

თანადგომა

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” შეიქმნა საერთშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციისექიმები საზღვრებს გარეშე (MSF) საბერძნეთის მიერ დაარსებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე. მას შემდეგ, რაც MSF საბერძნეთმა შეწყვიტა ფუნქციონირება საქართველოში, 2000 წლის ოქტომბერში ცენტრი გარდაიქმნაადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციად „თანადგომა”. თანადგომამ გააგრძელა MSF საბერძნეთის დაწყებული საქმინობარეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.

http://new.tanadgomaweb.ge/

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეოიურიდიულიპირი. საიასაქმიანობსსაქართველოსმთელსტერიტორიაზეკონსტიტუციის, კანონმდებლობისადასაკუთარიწესდებისშესაბამისად. ასოციაციისორგანიზაციულ-სამართლებრივიფორმააკავშირი.

https://gyla.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო აქტივისტებს. იგი წარმოადგენს აქტივისტებისა და უფლებადამცველთა ღია პლატფორმას, ერთგვარ რესურსს, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს ყველა მსურველს, ვინც იზიარებს EMC-ის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს.

http://emc.org.ge/