შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ქსელის წევრობა

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ქსელებთან და კოალიციებთან, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. 2001-2004 წლებში WISG, როგორც დამფუძნებელი, აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე გაერთიანებაში, რომელიც ორიენტირებული იყო ქალთა უფლებებსა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე - „ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასა“ და „კოალიციაში - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. 2003-2008 წლებში, როდესაც WISG ის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს სოფლად მაცხოვრებელი ქალები წარმოადგენდნენ, ორგანიზაცია გაერთიანდა საერთაშორისო აგროტურისტულ ქსელშიც.

ორგანიზაციის ფოკუსის, სამიზნე ჯგუფებისა და მიმდინარე სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, დღეისათვის ორგანიზაცია გაერთიანებულია რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ ქსელში. მათ შორის:

AWID (ასოციაცია ქალთა უფლებების განვითარებისთვის) - გლობალური, ფემინისტური, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია

AWID წარმოადგენს საერთაშორისო, ფემინისტურ, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც იღწვის გენდერული თანასწორობის, მდგრადი განვითარებისა და ქალთა ადამიანის უფლებებისთვის მსოფლიოს მასშტაბით;

http://www.awid.org/

ILGA-Europe - ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი ადამიანების საერთაშორისო ასოციაციის ევროპული ფილიალი

ილგა-ევროპა მუშაობს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს და ინტერსექს (ლგბტი) ადამიანთა უფლებებისა და თანასწორობისთვის ევროპის დონეზე. ეს არის საერთაშორისო, არასამთავრობო ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 407 ორგანიზაციას ევროპის 49 ქვეყნის 45-დან და დაარსდა 1996 წელს. ილგა-ევროპა ახდენს ლგბტი ადამიანთა უფლებების ადვოკატირებას ისეთი ორგანიზაციების წინაშე, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და ორგანიზაცია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის. 2006 წლიდან ის იყენებს მონაწილეობრივ სტატუსს ევროსაბჭოში და საკონსულტაციო სტატუსს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში.

http://ilga-europe.org/

TGEU (Transgender Europe) -ტრანსგენდერი ევროპა

ტრანსგენდერი ევროპა წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. TGEU ამჟამად მოიცავს 78 წევრ ორგანიზაციას 40 სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2005 წლის ნოემბერში პირველ ევროპულ ტრანსგენდერთა საბჭოზე ვენაში და ფორმალურად დარეგისტრირდა, როგორც ავსტრიული საქველმოქმედო ორგანიზაცია 14 თვის შემდეგ. წლების განმავლობაში მოხალისეობრივი სამუშაოს შემდეგ ორგანიზაცია ტრანს თემის ლეგიტიმური წარმომადგენელი გახდა ევროპაში. დღესდღეობით, ტრანსგენდერ ევროპა აგრძელებს ევროპის დონეზე საადვოკაციო სამუშაოს კომბინირებას იმ სამუშაოსთან, რომელსაც იგი ადგილობრივ თემსა და თემისთვის ნაციონალურ დონეზე წევრ ორგანიზაციებთან ერთად ეწევა.

http://tgeu.org/

IGLYO (The International Lesbian, Gay, Bisexual, Transgender & Queer Youth & Student Organisation ) - ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ახალგაზრდებისა და სტუდენტების საერთაშორისო ორგანიზაცია

იგლიო პან-ევროპული გაერთიანებაა, რომელიც 95-ზე მეტ ლგბტქ ახალგაზრდულ და სტუდენტურ ორგანიზაციასთან მუშაობს. იგლიო არსებობს ახალგაზრდა ადამიანებისთვის და მას ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ.

http://www.iglyo.com/

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ევროკავშირის მიერ ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში.

http://www.eapnationalplatform.ge/

კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისათვის

კოალიცია შეიქმნა 2015 წელს, და მასში შედის 15-მდე ორგანიზაცია. კოალიცია მუშაობს შემდეგ საკითხებზე: ოჯახის დაგეგმვის სერვისები, კონტრაცეფტივებზე ხელმიუწვდომლობა, უსაფრთხო აბორტი, სელექციური აბორტი, სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების სტიგმა-დისკრიმინაცია; ახალგაზრდებისა და მოზარდების სწორი რეპროდუქციული ქცევა და მასთან დაკავშირებული ტენდენციების პრევენცია; მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.