შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
დონორები

ქალთა გლობალური ფონდი

ქალთა გლობალური ფონდი ერთ-ერთი მოწინავე ფონდია, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგოების უფლებებისთვის მუშაობს. ისინი იბრძვიან ძალადობის წინააღმდეგ, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერებისთვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის.

https://www.globalfundforwomen.org/

Mama Cash

მამა ქეში ყველაზე ძველი საერთაშორისო ქალთა ფონდია. ფონდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელთაც სათავეში ქალები უდგანან და რომლებიც ქალთა უფლებებსა და სოციალურ ცვლილებებს წევენ წინა პლანზე. მამა ქეშს სჯერა, რომ ქალებსა და გოგოებში ინვესტირებით, მსოფლიო შეიძლება გახდეს უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი.

http://www.mamacash.org/

National Endowment for Democracy (NED)

ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) არის კერძო, არაკომერციული ფონდი, რომლის მიზანიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ზრდაა მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად ორგანიზაციას აქვს 1,200-ზე მეტი გრანტი იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებსაც ახორციელებენ 90-ზე მეტ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ჯგუფები, რომლებიც დემოკრატიული მიზნებისთვის მუშაობენ.

http://www.ned.org/

RFSL

RFSL (შვედური ფედერაცია ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებებისთვის) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ (ლგბტ) ადამიანებთან ერთად, ლგბტ ადამიანთა უფლებებისთვის. RFSL დაარსდა 1950 წელს და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ლგბტ ორგანიზაციაა. მას ამჟამად ჰყავს 4,000-მდე წევრი.

http://www.rfsl.se/

ფონდი ღია საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება მუშაობს მყარი და ტოლერანტული საზოგადოებების მშენებლობისთვის. საზოგადოებების, რომელთა მთავრობებიც ანგარიშვალდებულნი და ღიანი არიან ადამიანთა ჩართულობისთვის.

ფონდი მიზნად ისახავს კანონის უზენაესობის გაძლიერებას; ადამიანის უფლებების, უმცირესობებისა და განსხვავებული შეხედულებების პატივისცემას; დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

https://www.opensocietyfoundations.org/

ILGA Europe

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (ILGA) ევროპის რეგიონის ფილიალი საერთაშორისოარასამთავრობო ქოლგა ორგანიზაციაა, რომელშიც თავს იყრის 400-ზე მეტი ორგანიზაცია ევროპის 45 ქვეყნიდან.

http://ilga.org/

COC ნიდერლანდები

COC ნიდერლანდები ლესბოსელი ქალების, გეი კაცების, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების ადვოკატირებას 1946 წლიდან ეწევა. COC იბრძვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დეკრიმინალიზაციისა და უფლებრივი თანასწორობისთვის, ემანსიპაციისა და ლგბტ თემის სოციალური მომიღებლობისთვის ნიდერლანდებსა და მთელ მსოფლიოში. COC ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ორგანიზაციათაგან, რომლებსაც სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი აქვთ გაეროსთან ერთად.

http://www.coc.nl/

Astraea Lesbian Foundation

ASTRAEA LESBIAN FOUNDATION ერთადრთი ფილანტროპული ორგანიზაციაა, რომელიც ექსკლუზიურად მუშაობს ლგბტქი ადამიანის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფაზე მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია მხარს უჭერს იმ პარტნიორებს, რომლებიც იბრძვიან ჩაგვრის აღმოფხვრისა და ცლილებებისთვის როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

http://www.astraeafoundation.org/

Kvinna till Kvinna Foundation

ფონდი Kvinna till Kvinna აძლიერებს კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე ქალთა ორგანიზაციებს თანამშრომლობითა და მათი საქმიანობის მხარდაჭერით ქალთა უფლებებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. ორგანიზაციის მიზანია, გაიზარდოს ქალების ძალაუფლება და გავლენა.

http://kvinnatillkvinna.se/en/

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდის მისიაა ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

http://www.womenfundgeorgia.org/

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მწვანე პოლიტიკური ფონდია და იზიარებს გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილი პარტიის „კავშირი 90/მწვანეები“ პოლიტიკურ ღირებულებებს. მსოფლიოს მასშტაბით იგი ეწევა და მხარს უჭერს აქტივობებს პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების სფეროში. საქართველოში ფონდი უკვე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს და აქტიურად მუშაობს დემოკრატიის, მდგრადი განვითარების და ადამიანის უფლებების საკითხებზე.

https://ge.boell.org/ka