შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
მისია და მიზანი

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენს ქალთა საკითხებზე მომუშავე ფემინისტურ ორგანიზაციას, რომელიც 2000 წლის 29 ივნისს დააფუძნა სხვადასხვა პროფესიის 8 ქალმა.

ორგანიზაციის მიზანია ქალთა გაძლიერების გზით ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელშიც ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრულფასოვანი ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ორგანიზაციის განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

- ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა როგორც პერსონალურ, ისე ინტერპერსონალურ დონეზე;

- ქალთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა ადვოკატირებისა და ლობირების გზით;

- თანასწორობის იდეების, ფემინისტური ხედვის, ქალთა და უმცირესობათა უფლებების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში მათი უფლებების მიმართ პატივისცემის დამკვიდრება.