ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ლბტ თემის მიმართ ძალადობის დასაძლევად. კონკურსი მიზნად ისახავს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას და მათ მიმართ ჰომოფობიის, დისკრიმინაციისა და სხვადასხვა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
კონკურსისთვის „ლბტ თემის მიმართ ძალადობის დაძლევა“ საგრანტო თანხა შეგროვდა 25 ნოემბერს, ქალთა [...]
სამართალდამცავთა მხრიდან ჰომოფობიასთან და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო პირველი საქმე საქართველოდან. სარჩელი საქმეზე “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგში წარსადგენად საერთაშორისო ორგანიზაცია INTERIGHTS-მა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” მოამზადეს.
სამართალდამცავები “ინკლუზივში”
საქმე ეხება სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ინკლუზივში” 2009 წლის 15 დეკემბერს თბილისში სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ჩხრეკისას [...]
პროექტის განხორციელება, რომელიც საზოგადოებაში ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ქალების და მათთან დაკავშირებული საკითხების ხილვადობის გაზრდას ისახავს მიზნად, 2011 წლის ნოემბერში დაიწყება.
პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ტრენინგებისა და ვორკშოპების ციკლი ლბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერებისათვის. მეორე და მესამე ეტაპი უკვე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობებია.
პროექტით გათვალისწინებულია კვირეულის ორგანიზება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, [...]
თბილისში, 30 ივნისს, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, კაფე “კალაში” რამდენიმე მაგიდა ერთნაირ მაისურებში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალებმა დაიკავეს.
თეთრ მაისურებზე გამოსახული იყო ანა ცერცვაძის ნახატი და ფრაზა “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”. მაისურები გაკეთდა ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” დაფინანსებით. ეს გახლდათ ფემინისტების და ლბტ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ ინიცირებული ფლეშ-მობი, რომელიც წინა [...]
ამა წლის 5 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება 5კმ-იანი გარბენი და მსვლელობა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ღონისძიების განმავლობაში მოეწყობა საგანმანათლებლო კუთხეები და გამოფენა გენდერული ძალადობის შესახებ.
.
აქციის მიზანია ხელი შეეწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სამარცხვინოსა და მიუღებელს გახდის ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ძალადობას, ხოლო პოტენციურ მოძალადეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა არის სისხლის [...]
2010 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნეს მსოფლიოს მასშტაბით მოწყობილი საპროტესტო აქცია მსოფლიოს 100 ქალაქი ჩაქოლვის წინააღმდეგ. ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მეოთხე საპროტესტო აქცია. ამჯერად, დაახლოებით 25 ადამიანი შეიკრიბა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, მწვანე პლაკატებით ხელში, რომლებიც მოითხოვდნენ წამების, დევნის, ქალების, ბავშვების, ჰომოსექსუალების და ირანელი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების სიკვდილით დასჯის [...]
დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ 30-მდე ადამიანი შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატათ პროტესტი ირანში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ორგანიზატორებმა ღია მიმართვა მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე, რომელსაც საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. (მიმართვის სრული ტექსტის სანახავად მიჰყევით ბმულს).
რიგით მესამე პროტესტი, საქინე მოჰამადი [...]
24 ივლისს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართა დემონსტრაცია საქინე მოჰამედი აშთიანის სასიკვდილო განაჩერი წინააღმდეგ. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, დემონსტრაცია ირანის საელჩოს პირდაპირ მოეწყო და 2 საათი გაგრძელდა.
დაახლოებით 35-მა ადამიანმა გამოხატა თავისი პროტესტი სიკვდილით დასჯასთან მიმართებაში. აქციის მთავარი გზავნილი საქინე მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაუქმება და სოლიდარობის გამოხატვა როგორც საქინეს ასევე სხვა ირანელ სიკვდილმიჯილთა მომართ. აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს [...]
2010 წლის 19 ივლისს, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პირდაპირ საპროტესტო აქცია მოეწყო სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. აქციის პროვოცირება საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. საქინე 2005 დააკავეს. 2006 წელს ბრალი დასდეს ქმრის ღალატში და 99 როზგი მიუსაჯეს. 2007 წელს უზენაესმა სასამართლომ, საქმის ხელახალი სასამართლოს შემდეგ, მას ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა, რომელიც მოგვიანებით ჩამოხრჩობით [...]