სამართალდამცავთა მხრიდან ჰომოფობიასთან და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო პირველი საქმე საქართველოდან. სარჩელი საქმეზე “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგში წარსადგენად საერთაშორისო ორგანიზაცია INTERIGHTS-მა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” მოამზადეს.
სამართალდამცავები “ინკლუზივში”
საქმე ეხება სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ინკლუზივში” 2009 წლის 15 დეკემბერს თბილისში სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ჩხრეკისას [...]
2011 წლის 16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებები გაავრცელეს. ”იდენტობა” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მიესალმებიან ადამიანის უფლებათა დამცველების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს. ვუერთდებით მათ მცდელობას, საზოგადოების ყურადღება სოციალურად დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების მნიშვნელობას მიაპყრონ. ტოლერანტობა და, განსაკუთრებით, მიმღებლობა ის [...]
1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღეს. 2005 წლიდან მოყოლებული, 17 მაისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალური კავშირები დღესაც ისჯება კანონით. იმ ქვეყნებში კი, სადაც ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებული და დეპათოლოგიზებულია, ხშირია დისკრიმინაციის ფაქტები ლგბტ ჯგუფის წევრთა მიმართ.
აიდაჰოს–ადმი მიძღვნილ კამპანიებს, რომლებიც [...]
“……………….განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია” (DRCAA) ახორციელებს კვლევას, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერესექსუალი და ქვიარ ადამიანების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება.
.
თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ ჯგუფს და გსურთ კვლევაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეავსოთ ანონიმური ონლაინ–კითხვარი შემდეგ მისამართზე:
https://spreadsheets.google.com/viewform?formkey=dGk2Sm5aTktERDdtcUlNdGJUZ0d6LWc6MQ
დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ სახალხო დამცველის პოსტზე წარადგინა, 30 ივლისს განაცხადა, რომ მისი აზრით აუცილებელია ჰომოსექსუალიზმი კვლავაც გახდეს დასჯადი საქართველოში. ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია საქართველომ 2000 წელს მოახდინა.
„ვფიქრობ უხერხულობას არ უნდა იწვევდეს გავცე პასუხი რასაც ვფიქრობ. მე ვფიქრობ რომ მამათმავლობა უნდა იყოს დასჯადი ქმედება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ის ჩვენი რჯულის კანონით ისჯება და თან [...]