“ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი, ფული და ის შექმნის რაიმე ღირებულს.”
ვირჯინია ვულფი
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული კამპანიის “თავისუფლება – ქალის უფლებას, აცხადებს ფოტოკონკურსს პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, სახელწოდებით “საკუთარი ოთახი”.
გამოგზავნილი ფოტოები უნდა ეხმიანებოდეს 8 მარტს და ასახავდეს ქალის სივრცეს, მის გამოცდილებასა და უფლებებს. ფოტოები კონცეპტუალურად არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფემინისტურ პერსპექტივას. [...]
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ლბტ თემის მიმართ ძალადობის დასაძლევად. კონკურსი მიზნად ისახავს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას და მათ მიმართ ჰომოფობიის, დისკრიმინაციისა და სხვადასხვა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
კონკურსისთვის „ლბტ თემის მიმართ ძალადობის დაძლევა“ საგრანტო თანხა შეგროვდა 25 ნოემბერს, ქალთა [...]
.
გეპატიჟებით „ქვიერ ერევანის“ (QY) ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს:
წიგნის პრეზენტაციას „რა ვუყოთ Xცენტრულ ხელოვნებას“ (Queered: What’s to be done with xcentric art)
არფი ადამიანის დოკუმენტური ფილმის ჩვენებას
და თეატრალურ პერფორმანსს სახელწოდებით „Khovd“
>book>lamb>flight>incantation>death>talk>mongolia>reading>silence>satmaon>memory>. პერფორმასს წარმოგიდგენთ მელინ ტერ მინასიანი და ლორელინ კონიგი.
როდის: შაბათი, 17 დეკემბერი 20.00
სად: თბილისი, რუსთაველის გამზ. # 48, ახალი გალერეა, მეორე სართული
„ქვიერ ერევანი“ არის ექსპერიმენტული სივრცე ქვიერ არტისტების, [...]
……………….
ორგანიზაცია “იდენტობა” იწყებს კვლევას: ქამინაუთის ბარიერები ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებში. კვლევის მიზანია გამოავლინოს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ან უწყობს ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებს მათი იდენტობის თავისუფლად გაცხადებაში. კვლევის შედეგად მიღებული მასალა მნიშვნელოვანი რესურსი იქნება როგორც ლგბტ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისთვის ახალი სამუშაო მიმართულებების შესამუშავებლად, [...]
“ქალთა ფონდი საქართველოში” გიწვევთ საქველმოქმედო კონცერტზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
კონცერტიდან შემოსული თანხა გრანტის სახით მთლიანად გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს
live performance by Kung Fu Junkie
after party – Tomma (DJ set)
დრო: 25 ნოემბერი, 21 საათზე
ადგილი: საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილ რკინიგზელთა სახლში)
ბილეთის ფასი 5 ლარი შემოწირულობის სახით
http://www.facebook.com/womenfundgeorgia
http://www.womenfundgeorgia.org/
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ ფონდ „მამა ქეშის“ მხარდაჭერით დაიწყო ყოველთვიური ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა. საინფორმაციო ბიულეტენი განკუთვნილია ქალთა კლუბის წევრთათვის და მისი შინაარსიც ამან განაპირობა: ორგანიზაციაში ჩატარებული „ქალთა კლუბის“ შეხვედრების მიმოხილვა, საერთაშორისო სიახლეები ლბტ და ქალთა საკითხებზე, ასევე, თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ქალთა და ლგბტ აქტივიზმის სფეროში.
საინფორმაციო ბიულეტენიში იხილავთ ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ [...]