// author archive

tabakela

tabakela has written 23 posts for Women.ge

ჩრდილოვანი ანგარიში CEDAW კომიტეტისთვის

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ გამოსცა CEDAW კომიტეტისთვის მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის ვრცელი ვერსია, რომელიც ასახავს ლბტ ქალთა მდგომარეობას საქართველოში.  ანგარიში მომზადდა და გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით.
სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველი უკვე ჩართულია ადამიანის უფლებათადაცვით სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებსა და რეკომენდაციებში. ლბტ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის [...]

ლბტ უფლებები ქალთა უფლებებია

პროექტის „ლბტ ქალთა ხილვადობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში (პროექტის მხარდამჭერი – ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოების პროგრამის (მატრა)) 12 მარტს ჩატარდა მრგვალი მაგიდა „ლბტ უფლებები – ქალთა უფლებებია“. მრგვალ მაგიდას, რომელიც 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ უმასპინძლა.
მრგვალი მაგიდის მიზანი იყო ლბტ საკითხების მეინსტრიმის ხელშეწყობა ქალთა მოძრაობის დღის წესრიგში საქართველოში. შესაბამისად, [...]

ფოტოგამოფენა

7 დან 10 მარტის ჩათვლით „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოების პროგრამის (მატრა) მხარდაჭერით  „ტიფლის გალერეაში“ ჩატარდა ფოტოგამოფენა „საკუთარი ოთახი“
გამოფენას წინ უძღოდა კონკურსი. გამოფენის სათაური ვირჯინია ვულფის ამავე სახელწოდების ესსესთან იყო დაკავშირებული.  კონკურსის მთავარი პირობა ქალთა უფლებების, ქალის სივრცისა და მისი გამოცდილების ასახვა იყო.  პირობებში ასევე მითითებული იყო, რომ გამოფენისთვის არ [...]

თავისუფლება – ქალისუფლებას!

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ 8 მარტის კვირეულისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შორის გათვალისწინებული იყო ორი ფლეშმობის ორგანიზებაც.
ერთ-ერთი ფლეშმობი ჩატარდა 8 მარტს, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დიდ ბანერზე დაიბეჭდა ცნობილი ფემინისტური პლაკატის („We Can Do It“) თემაზე შექმნილი ნახატი, რომელიც ქალთა კლუბის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. ნახატზე ხევსურულ სამოსში ჩაცმული ქალია გამოსახული წარწერით „თავისუფლება ქალისუფლებას!“ .
ფლეშმობის მონაწილეები სთხოვნდნენ გამვლელებს [...]

“საკუთარი ოთახი”

“ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი, ფული და ის შექმნის რაიმე ღირებულს.”
ვირჯინია ვულფი
“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული კამპანიის “თავისუფლება – ქალის უფლებას, აცხადებს ფოტოკონკურსს პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, სახელწოდებით “საკუთარი ოთახი”.
გამოგზავნილი ფოტოები უნდა ეხმიანებოდეს 8 მარტს და ასახავდეს ქალის სივრცეს, მის გამოცდილებასა და უფლებებს. ფოტოები კონცეპტუალურად არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფემინისტურ პერსპექტივას. [...]

ლბტ თემის მიმართ ძალადობის დაძლევა

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ლბტ თემის მიმართ ძალადობის დასაძლევად. კონკურსი მიზნად ისახავს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას და მათ მიმართ ჰომოფობიის, დისკრიმინაციისა და სხვადასხვა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
კონკურსისთვის „ლბტ თემის მიმართ ძალადობის დაძლევა“ საგრანტო თანხა შეგროვდა 25 ნოემბერს, ქალთა [...]

ჰომოფობიასთან დაკავშირებით პირველი საქმე სტრასბურგში საქართველოდან

სამართალდამცავთა მხრიდან ჰომოფობიასთან და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო პირველი საქმე საქართველოდან. სარჩელი საქმეზე “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგში წარსადგენად საერთაშორისო ორგანიზაცია INTERIGHTS-მა და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” მოამზადეს.
სამართალდამცავები “ინკლუზივში”
საქმე ეხება სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ინკლუზივში” 2009 წლის 15 დეკემბერს თბილისში სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ჩხრეკისას [...]

Queered: What’s to be done with xcentric art

.
გეპატიჟებით „ქვიერ ერევანის“ (QY) ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს:
წიგნის პრეზენტაციას  „რა ვუყოთ Xცენტრულ ხელოვნებას“ (Queered: What’s to be done with xcentric art)
არფი ადამიანის დოკუმენტური ფილმის ჩვენებას
და თეატრალურ პერფორმანსს სახელწოდებით „Khovd“
>book>lamb>flight>incantation>death>talk>mongolia>reading>silence>satmaon>memory>. პერფორმასს წარმოგიდგენთ მელინ ტერ მინასიანი და ლორელინ კონიგი.
როდის: შაბათი, 17 დეკემბერი 20.00
სად:  თბილისი, რუსთაველის გამზ. # 48, ახალი გალერეა, მეორე სართული
„ქვიერ ერევანი“ არის  ექსპერიმენტული სივრცე ქვიერ არტისტების, [...]

ქამინაუთის ბარიერები ლბტ ქალებში

……………….
ორგანიზაცია “იდენტობა” იწყებს კვლევას: ქამინაუთის ბარიერები ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებში. კვლევის მიზანია გამოავლინოს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ან უწყობს ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებს მათი იდენტობის თავისუფლად გაცხადებაში. კვლევის შედეგად მიღებული მასალა მნიშვნელოვანი რესურსი იქნება როგორც ლგბტ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისთვის ახალი სამუშაო მიმართულებების შესამუშავებლად, [...]

საქველმოქმედო საღამო

“ქალთა ფონდი საქართველოში”  გიწვევთ საქველმოქმედო კონცერტზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
კონცერტიდან შემოსული თანხა გრანტის სახით მთლიანად გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს
live performance by Kung Fu Junkie
after party – Tomma (DJ set)
დრო: 25 ნოემბერი, 21 საათზე
ადგილი: საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილ რკინიგზელთა სახლში)
ბილეთის ფასი 5 ლარი შემოწირულობის სახით
http://www.facebook.com/womenfundgeorgia
http://www.womenfundgeorgia.org/