// ჩვენს შესახებ

”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2000 წლის 29 ივნისს დააფუძნა 8 სხვადასხვა პროფესიის ქალმა (რეგისტრაციის #5ა/9-177).

ჩვენი ხედვაა სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადობა, რომელშიც ყველა ქალისათვის უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი მონაწილეობა ცხოვრების ყველა სფეროში.

მისია: დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა საქართველოში; კულტურული, სოციალური და ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება ქალთა თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის გზით.

მიზნები და ამოცანები:

* ქალთა უფლებების დაცვა;

* ქალთა თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა მათი კულტურული და სოციალურ–ეკონომიკური სტატუსის გაძლიერების მიზნით;

* სამეცნიერო, საქმიანი და კულტურული გაცვლების ორგანიზება

* კვლევითი ცენტრის შექმნა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მუშაობს რამდენიმე ძირითად პროგრამაზე:

ქალთა უფლებების პროგრამა;

სიღარიბის დაძლევის პროგრამა;

კულტურული გაცვლის პროგრამა;

საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურება;

ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა ქალთა თავისუფალი ინციატივების მხარდაჭერა, მათი გაძლიერება ორგანიზაციების, ქსელების, გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და შექმნის გზით.

სტრუქტურა

წლიური  ანგარიშები: 2010, 2011