// archives

Archive for ნოემბერი, 2011

საქველმოქმედო საღამო

“ქალთა ფონდი საქართველოში”  გიწვევთ საქველმოქმედო კონცერტზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
კონცერტიდან შემოსული თანხა გრანტის სახით მთლიანად გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს
live performance by Kung Fu Junkie
after party – Tomma (DJ set)
დრო: 25 ნოემბერი, 21 საათზე
ადგილი: საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილ რკინიგზელთა სახლში)
ბილეთის ფასი 5 ლარი შემოწირულობის სახით
http://www.facebook.com/womenfundgeorgia
http://www.womenfundgeorgia.org/

არასამთავრობო ორგანიზაციების – ”იდენტობისა” და ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ერთობლივი განცხადება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2011 წლის 16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებები გაავრცელეს. ”იდენტობა” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მიესალმებიან ადამიანის უფლებათა დამცველების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს. ვუერთდებით მათ მცდელობას, საზოგადოების ყურადღება სოციალურად დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების მნიშვნელობას მიაპყრონ. ტოლერანტობა და, განსაკუთრებით, მიმღებლობა ის [...]